Renovation Services, Renovation Company in Tbilisi, Batumi and entire Georgia

სარემონტო მომსახურება

ბინის, სახლის, ოფისის, საწარმოს ან ნებისმიერი სხვა უძრავი ქონების რემონტი, სანამ დაგვიკავშირდებით გთხოვთ იხილოთ ვიდეო.

1
კარგი ხელოსნები
2
ხარისხიანი მასალები
3
სწრაფი სამუშაო პროცესი
4
ვმუშაობთ ხელშეკრულებით

დაგვიკავშირდით მობილურით, WhatsApp ან Viber.

როგორ დავიწყოთ რემონტი?

რა უნდა იცოდეთ!

საიტზე კვ.მ ფასები ზოგადია და შესაძლოა არ დაემთხვეს დეტალურ ბიუჯეტს. მოცემულ ბიუჯეტში შედის ყველა სარემონტო სამუშაო, განათების, აბაზანის აქსესუარებისა და გათბობის ჩათვლით, ანუ სრულად ავეჯის ეტაპამდე. სარემონტო სამუშაოები რამოდენიმე მნიშვნელოვან ეტაპად იყოფა, რის მიხედვითაც დგება ბიუჯეტი და დგინდება პროექტის ვადები. რენოვარეს ხელობისა და მასალების ჯამური საორიენტაციო ფასები კვადრატულ მეტრზე პრემიუმ, სტანდარტ და ეკონომ პაკეტებად, დეტალურ ბიუჯეტში ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლებელია. მასალის ფასები დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნაზე, გარკვეულ სტანდარტზე ქვემოთ რენოვარე არ მუშაობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე.

მოთხოვნები – გაითვალისწინეთ, იმისთვის რომ რენოვარე მოგემსახუროთ აუცილებლია თქვენი უძრავი ქონება:

  • გულისხმობდეს სრულ რემონტს, სრულ ფართზე და არა რომელიმე ოთახს ან ქონების ნაწილს.
  • ახალ აშენებული კორპუსი ან კორპუსი კარგ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს იტალური ეზო ან ძველი სახლი.
  • თეთრი კარკასი ხშირ შემთხვევაში იმდენად ცუდად შესრულებულია, რომ საჭიროებს ნგრევას, ამიტომ ფასები ითვლება ხელახლა.

ზემოთ მოცემული ფასების საშუალებით შეგიძლიათ გამოთვალოთ რემონტის ზოგადი ფასი.

რემონტის ზუსტი ფასისა და ვადების გასაგებად აუცილებელია, რომ დაგვიკავშირდეთ და გამოიძახოთ ჩვენი სპეციალისტი, რომელიც თითოეული კომპონენტის ხარისხის თქვენთან შეთანხმების შემდგომ მოგაწვდით დეტალურ ბიუჯეტს, რომლის გამოთვლა ფასიანია და ღირს 2ლ კვადრატულ მეტრზე.

ინფორმაცია

რომელიც უნდა იცოდეთ

რენოვარე

სანამ გადაწყვეტთ რემონტის ან სხვა სერვისების მიღებას რენოვარესგან.

  • ფართობი
    50 კვ.მ ან მეტი
  • ქონების ტიპი
    შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი
  • დიზაინი
    სასურველია გქონდეთ კონცეფცია
  • ბიუჯეტი
    არსებობს მხოლოდ დეტალური ბიუჯეტი და არა კვ.მ ფასი
  • ხელშეკრულება
    სრული ბიუჯეტის მომზადება ღირს 2ლ კვ.მ
  • მასალა
    ყველა მასალას იძენს რენოვარე
ექსკლუზიური სერვისი

თუ გაქვთ მაღალი ღირებულების ქონება, ჩვენ გვაქვს შესაბამისი სარემონტო Luxury+ სერვისი, რომლის ფარგლებშიც უნიკალურ ნამუშევრებს ვქმნით.

ავეჯის მომსახურება

რენოვარეს შვილობილი კომპანია”Everwood – ევერვუდი” არის ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია დაკომპლექტებული მრავალწიანი გამოცდილების მქონე გუნდით, იხილეთ www.everwood.ge. ჩვენთან მზადდება დახვეწილი დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით წარმოებული ავეჯი ინტერიერისთვის. ჩვენ ვქმნით მუდმივად განახლებად და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ ავეჯს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად ზრუნავს ხარისხზე და ორიენტირებულია გამოიყენოს ბაზარზე არსებული უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების მასალა და მექანიზმები.

წარმოების თანამედროვე სტანდარტები და სერტიფიცირებული, ხელოსნების მაღალი კვალიფიკაცია შესაძლებლობას გვაძლევს შემოგთავაზოთ გარანტირებული, მრავალწლიანი კომფორტი და ხარისხი თქვენს სახელებისა და ბიზნესისთვის. “ევერვუდი” არის ავეჯი ყველა გემოვნების ადამიანისთვის. ჩვენ ვქმნით, რათა შეგიქმნათ კომფორტი და დავაკმაყოფილოთ თქვენი ინდივიდუალური სურვილები.ჩვენი შოურუმი მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა პრემიუმ კლასის ავეჯი ან შეუკვეთოთ ინდივიდუალური თქვენი დიზაინით.

დასუფთავების მომსახურება

“სისუფთავის ლაბორატორია” წარმოადგენს დასუფთავების კომპანიას, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია ჩვენი ჯგუფის წევრია და წარმატებით ოპერირებს ბაზარზე – მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას დასუფთავების, დეზინფექციისა და ქიმწმენდის მიმართულებით. ვართ დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ტექნიკითა და გამწმენდი საშუალებებით. ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ გავართვათ თავი ყველაზე მასშტაბურ და რთულ სამუშაოებს და მოვაშოროთ ლაქები ზედაპირს ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

ჩვენი თანამშრომლებისათვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მომხმარებლის კმაყოფილება. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ნებისმიერ მომხმარებელს თავი შეუძლია იგრძნოს მშვიდად, კომფორტულად და ისარგებლოს ხარისხის გარანტიით. გთავაზობთ ერთჯერადი და მრავალჯერად მომსახურებას შემდეგი ტიპის სერვისებზე: რემონტის შემდგომი დასუფთავება; ავეჯის ქიმწმენდა; დეზინფექცია. დასუფთავების მომსახურებით კი შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთ ობიექტებზე როგორიცაა – ოფისი; სახლი/აგარაკი; სადარბაზო; ლიფტი; აუზი; გარე ფასადი და ასე შემდეგ. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში.

შესრულებული სამუშაოები

იხილეთ ჩვენი სარემონტო ნამუშევრების ვიდეო მაგალითები