Renovation Services, Renovation Company in Tbilisi, Batumi and entire Georgia
სარემონტო მომსახურება
ბინის, სახლის, ოფისის, საწარმოს ან ნებისმიერი სხვა უძრავი ქონების რემონტი, რემონტის ფასის ზუსტი კალკულაცია ღირს 2 ლარი კვ.მ-ზე, სანამ დაგვიკავშირდებით გთხოვთ იხილოთ ვიდეო.
კარგი ხელოსნები
ხარისხიანი მასალები
სწრაფი სამუშაო პროცესი
ვმუშაობთ ხელშეკრულებით
დაგვიკავშირდით მობილურით, WhatsApp ან Viber.
პროექტის განხორციელების ეტაპები
მომხმარებლის გზამკვლევი და პროექტის ძირითადი ეტაპები
1. პირველი კონტაქტი და კონსულტაცია
ჩვენი თანამშრომლობა იწყება გაცნობითი საუბრით, რომლის მიზანია თქვენი ხედვის, მოთხოვნების, ბიუჯეტისა და სასურველი ვადების გაცნობა. ამ ეტაპზე ვპასუხობთ თქვენს საწყის კითხვებს, დეტალურად გაცნობთ რენოვარეს სამუშაო პროცესს და ერთად ვადგენთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი მომსახურება თქვენს პროექტს.
2. ობიექტის ადგილზე დათვალიერება
ჩვენი გუნდი სტუმრობს ობიექტს არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ზუსტი ზომების ასაღებად და ტექნიკური თავისებურებების გამოსავლენად. ადგილზე დათვალიერება საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ რეალურ გარემოზე დაფუძნებული რეკომენდაციები და არა მხოლოდ წინასწარი ვარაუდები.
3. დაგეგმვა, დიზაინის განხილვა
ერთად განვიხილავთ არქიტექტურულ გეგმებს, ინტერიერის დიზაინს ან სარემონტო კონცეფციას. ამ ეტაპზე ვათანხმებთ მოლოდინებს, განვიხილავთ პრაქტიკულ გაუმჯობესებებს და ვრწმუნდებით, რომ თითოეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემსახურება თქვენს მიზნებს.
4. მასალების კონსულტაცია
გეხმარებით მოსაპირკეთებელი მასალების, სანიტარული მოწყობილობებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევაში, თითოეული ვარიანტის უპირატესობებისა და შეზღუდვების დეტალური ახსნით. ჩვენი მიზანია, მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აბალანსებს ხარისხს, ესთეტიკას, გამძლეობასა და ბიუჯეტს.
5. დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება
დამტკიცებული სამუშაო მოცულობის საფუძველზე ვამზადებთ დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი პროექტის ყველა მოსალოდნელი ხარჯი. გამჭვირვალე ფასდადება თავიდან აგარიდებთ მოულოდნელობებს და საშუალებას გაძლევთ გადაწყვეტილებები სრული ინფორმაციის საფუძველზე მიიღოთ.
6. ბიუჯეტის განხილვა - ანალიზი
ერთად განვიხილავთ ხარჯთაღრიცხვას თითოეული პოზიციის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში შევთავაზებთ ოპტიმიზაციის გზებს. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ალტერნატიული მასალები ან ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც შეამცირებს ხარჯებს ხარისხის შენარჩუნებით.
7. ხელშეკრულების პირობების დამტკიცება
სამუშაოების დაწყებამდე დეტალურად განვიხილავთ ხელშეკრულების პირობებს, სამუშაოების მოცულობას, ვადებს, მხარეთა პასუხისმგებლობებსა და საგარანტიო პირობებს. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ მომხმარებლებს დასვან ნებისმიერი კითხვა, რათა ყველა დეტალი სრულად იყოს შეთანხმებული.
8. პირველი გადახდა
ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების შემდეგ ხდება მისი ხელმოწერა და პირველი გადახდის განხორციელება შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. ამის შემდეგ პროექტი ოფიციალურად ინიშნება ჩვენს სამუშაო კალენდარში და იწყება მასალების შესყიდვისა და სამუშაოების ორგანიზების პროცესი.
9. პროექტის განხორციელება
ჩვენი სამშენებლო გუნდი ახორციელებს სამუშაოებს დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. პროექტის მიმდინარეობისას ყოველკვირეულად მიიღებთ ანგარიშებს, ფოტოებს, ვიდეოებსა და ინფორმაციას დასრულებული და მომდევნო ეტაპების შესახებ.
10. პროექტის დასრულება
სამუშაოების დასრულების შემდეგ თქვენთან ერთად ვატარებთ ობიექტის სრულ შემოწმებას. აღმოჩენილი შენიშვნები ფიქსირდება, რათა ისინი აღმოიფხვრას ობიექტის საგარანტიო დაკვირვების ეტაპზე გადასვლამდე.
11. 30-დღიანი დაკვირვება
პროექტის დასრულებიდან პირველი თვის განმავლობაში თქვენ ჩვეულებრივ იყენებთ განახლებულ სივრცეს და აფასებთ მის ფუნქციონირებას ყოველდღიურ პირობებში. თუ ამ პერიოდში გამოვლინდება სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებული რაიმე საკითხი, უბრალოდ შეგვატყობინეთ და დავგეგმავთ მის დროულ გამოსწორებას.
12. საბოლოო კორექტირებები
ჩვენი გუნდი ასრულებს დაკვირვების პერიოდში შეთანხმებულ ყველა კორექტირებასა და საგარანტიო სამუშაოს. პროექტს დასრულებულად მხოლოდ მაშინ მივიჩნევთ, როდესაც ყველა საკითხი სრულად იქნება აღმოფხვრილი ჩვენი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.
13. პროექტის ოფიციალური ჩაბარება
ყველა სამუშაოს წარმატებით დასრულების შემდეგ ოფიციალურად გადმოგცემთ დასრულებულ პროექტს შესაბამის დოკუმენტაციასთან, უსაფრთხოების რეკომენდაციებთან, საგარანტიო დოკუმენტებსა და დასრულების აქტებთან ერთად. შედეგად, თქვენ მიიღებთ სრულ არქივს, რომელიც მომავალში გამოგადგებათ მოვლისა და მომსახურების მიზნით.
14. მედია მასალის შექმნა
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ჩვენი მედია გუნდი პროფესიონალურად გადაიღებს დასრულებულ პროექტს რენოვარეს პორტფოლიოსა და მარკეტინგული მასალებისთვის. ყველა ფოტო და ვიდეო მზადდება თქვენი კონფიდენციალურობის სრული დაცვით — არ ვაფიქსირებთ ფანჯრიდან ხილულ იდენტიფიცირებად ხედებს, მისამართებს ან სხვა დეტალებს, რომლებმაც შესაძლოა ობიექტის მდებარეობა გამოავლინოს.
ინფორმაცია
რომელიც უნდა იცოდეთ
რენოვარე
სანამ გადაწყვეტთ რემონტის ან სხვა სერვისების მიღებას რენოვარესგან.
ექსკლუზიური სერვისი
თუ გაქვთ მაღალი ღირებულების ქონება, ჩვენ გვაქვს შესაბამისი სარემონტო Luxury+ სერვისი, რომლის ფარგლებშიც უნიკალურ ნამუშევრებს ვქმნით.
ხელობის ზოგადი ფასები
მომხმარებლების უმრავლესობას ხელობის ამ კატეგორიებზე ზოგადი ფასები აინტერესებს, სწორედ ამიტომ ჩვენ ეს ინფორმაცია თქვენთვის საჯარო გავხადეთ.
| ხელობის დასახელება | განზომილება | ხელობის ფასები ლარში |
| შავი სამუშაოები | ||
| კედლის დემონტაჟი (აგური, ბლოკი , თაბაშირმუყაო,რკინა-ბეტონი) | მ2 | 50 |
| 10 სმ ბლოკით შენება | ც | 2 |
| 20 სმ ბლოკით შენება | ც | 2 |
| 30 სმ ბლოკით შენება | ც | 2.5 |
| პენობლოკი,გაზობლოკით შენება | ც | 5 |
| იატაკის მოჭიმვა | მ2 | 20 |
| კედლის ქვიშა ცემენტით ლესვა | მ2 | 20 |
| გაჯით ლესვა | მ2 | 25 |
| როტბანდით ლესვა | მ2 | 20 |
| თაბაშირმუყაო კედელი | მ1 | 25 |
| ქვაბამბის ჩაშენება | მ2 | 5 |
| თაბაშირ მუყაო ჭერი | მ2 | 25 |
| ფრანგული ჭერი | მ1 | 25 |
| სანტექნიკა, გათბობა და ვენტილაცია | ||
| სანტექნიკური წერტილი(გაყვანილობის მონტაჟი) | წერტ | 50 |
| სანტექნიკური წერტილი(აქსესუარის მონტაჟი) | წერტ | 50 |
| სანტექნიკური წერტილი(წყამომარეგიბს მაგისტრალური მილების გაყვანა) | გ/მ | |
| ცენტრალური გათბობის მონტაჟი(მილების მონტაჟი) | წერტ | 50 |
| ცენტრალური გათბობის მონტაჟი(რადიატორის მონტაჟი ) | წერტ | 100 |
| ცენტრალური გათბობა კოლექტორის მონტაჟი | წერტ | 150 |
| ცენტრალური გათბობა ქვაბის მონტაჟი | ც | 150 |
| ცენტრალური გათბობა იატაკქვეშა გათბობა | მ2 | 65 |
| ცენტრალური ვენტილაცია პლასმასის მილით | გ/მ | 20 |
| ცენტრალური ვენტილაცია ლითონის არხით | გ/მ | 30 |
| ცენტრალური ვენტილაცია წერტილოვანი ვინტილატორი მონტაჟი | ც | 50 |
| ცენტრალური ვენტილაცია არხული ვინტილატორის მონტაჟი | ც | 100 |
| ელექტროობა | ||
| ელექტროობა | წერტ | 35 |
| ელექტროობა დეკორატიული დაქსელვა | წერტ | 40 |
| სხავადასხვა ტიპის სანათების და ბრების მონტაჟი | წერტ | 100 |
| ელექტროობა სმარტ სახლის ქსელი | წერტ | 50 |
| თეთრი სამუშაოები | ||
| კაფელ-მეტლახის დაგება 10-20სმ ფილა | მ2 | 75 |
| კაფელ-მეტლახის დაგება 30-60სმ ფილა | მ2 | 60 |
| კაფელ-მეტლახის დაგება 60-100სმ ფილა | მ2 | 50 |
| ლამინატის დაგება | მ2 | 25 |
| ბუნებვრივი ხის პარკეტის დაგება | მ2 | 50 |
| ინდუსტრიული იატაკის მოწყობა ფაქტურით | მ2 | 35 |
| სამღებრო სამუშაო შპაკლით ლესვა | მ2 | 10 |
| სამღებრო სამუშაო ფლიზელინის/შპალერის გაკვრა | მ2 | 10 |
| სტანდარტული მდფ კარის მონტაჟი | მ2 | 150 |
| ფარული კარის მონტაჟი | მ2 | 200 |
| პლინტუსის მონტაჟი | მ | 10 |
| ხის პლინტუსის მონტაჟი | გ/მ | 10 |
| ჩრდილოვანი პლინტუსის მონტაჟი | გ/მ | 10 |
| სანათების ჭაღის მონტაჟი | ც | 100 |
| კონდიციონერის მონტაჟი | ც | 250 |
| სხვა ხარჯები | ||
| რემონტის შემდგომ დასუფთავება და ქიმწმენდა | მ2 | 15 |
ავეჯის მომსახურება
რენოვარეს შვილობილი კომპანია”Everwood – ევერვუდი” არის ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია დაკომპლექტებული მრავალწიანი გამოცდილების მქონე გუნდით, იხილეთ www.everwood.ge. ჩვენთან მზადდება დახვეწილი დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით წარმოებული ავეჯი ინტერიერისთვის. ჩვენ ვქმნით მუდმივად განახლებად და თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ ავეჯს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად ზრუნავს ხარისხზე და ორიენტირებულია გამოიყენოს ბაზარზე არსებული უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების მასალა და მექანიზმები.
წარმოების თანამედროვე სტანდარტები და სერტიფიცირებული, ხელოსნების მაღალი კვალიფიკაცია შესაძლებლობას გვაძლევს შემოგთავაზოთ გარანტირებული, მრავალწლიანი კომფორტი და ხარისხი თქვენს სახელებისა და ბიზნესისთვის. “ევერვუდი” არის ავეჯი ყველა გემოვნების ადამიანისთვის. ჩვენ ვქმნით, რათა შეგიქმნათ კომფორტი და დავაკმაყოფილოთ თქვენი ინდივიდუალური სურვილები.ჩვენი შოურუმი მდებარეობს თ. ერისთავის ქუჩაზე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა პრემიუმ კლასის ავეჯი ან შეუკვეთოთ ინდივიდუალური თქვენი დიზაინით.
დასუფთავების მომსახურება
“სისუფთავის ლაბორატორია” წარმოადგენს დასუფთავების კომპანიას, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია ჩვენი ჯგუფის წევრია და წარმატებით ოპერირებს ბაზარზე – მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას დასუფთავების, დეზინფექციისა და ქიმწმენდის მიმართულებით. ვართ დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ტექნიკითა და გამწმენდი საშუალებებით. ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ გავართვათ თავი ყველაზე მასშტაბურ და რთულ სამუშაოებს და მოვაშოროთ ლაქები ზედაპირს ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
ჩვენი თანამშრომლებისათვის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მომხმარებლის კმაყოფილება. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ნებისმიერ მომხმარებელს თავი შეუძლია იგრძნოს მშვიდად, კომფორტულად და ისარგებლოს ხარისხის გარანტიით. გთავაზობთ ერთჯერადი და მრავალჯერად მომსახურებას შემდეგი ტიპის სერვისებზე: რემონტის შემდგომი დასუფთავება; ავეჯის ქიმწმენდა; დეზინფექცია. დასუფთავების მომსახურებით კი შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთ ობიექტებზე როგორიცაა – ოფისი; სახლი/აგარაკი; სადარბაზო; ლიფტი; აუზი; გარე ფასადი და ასე შემდეგ. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში.
შესრულებული სამუშაოები
იხილეთ ჩვენი სარემონტო ნამუშევრების ვიდეო მაგალითები





